ადვოკატთა ასოციაციის განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების დახურვის ინიციატივასთან დაკავშირებით

11 აპრილი 2018

საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება სხდომების დახურვის შესახებ. ადვოკატთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული წინადადება შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის იმ დებულებებთან, რომელიც უზრუნველყოფს კოლეგიური ორგანოს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. 

   

გარდა ამისა, მაშინ, როდესაც მართლმსაჯულების სისტემის მიმართ არსებული ნდობა არ არის მაღალი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების დახურულად წარმართვა უფრო შეასუსტებს მართლმსაჯულების ამ მნიშვნელოვანი ორგანოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს. ამასთან, საბჭოს სხდომების დახურვის შემთხვევაში, იურიდიულ პროფესიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორს წაერთმევათ საბჭოს საქმიანობაზე დაკვირვებისა და მონიტორინგის  შესაძლებლობა, რაც ხელს შეუშლის სისტემური პრობლემებისა თუ ხარვეზების იდენტიფიცირებას. 

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის მიაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თავისი როლისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, უნდა იხელმძღვანელოს პროცესების მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვით და არ დაუშვას სხდომათა დახურვა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი